სს „ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს გუმათ ჰესის ტურბინის სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გუმათ ჰესი
ამოცანები და მოვალეობები:
- ჰიდროელექტროსადგურში ჰიდრო ტურბინებისა და მათი დამხმარე მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება,რემონტი,გამართვა,აღდგენა,მონტაჟი.
- ჰიდრო ტურბინების რეგულირების,შეზეთვისა და ჰიდრავლიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- ჰიდროაგრეგატების ოპტიმალური რეჟიმში მუშაობის მიღწევა მოწყობილობათა ნორმალური პარამეტრებისა და მახასიათებლების დაცვის გზით.
- ჰიდროაგრეგატების ყველა სახის მზომი ხელსაწყოების და ავტომატიზაციის განახლების ორგანიზება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
- ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება.
- რუსული ან ინგლისური ენის ფლობა
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: nino.pridonashvili@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2012 წლის 18 ივნისის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.