იდეა დიზაინ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიებს IT პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა:
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების წარმართვა
- მარკეტინგული აქციებისა და სარეკლამო მასალების მომზადება
- პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
- შეთავაზებებისა და რეკლამირებისათვის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენება;
- გაყიდვების დინამიკის დაგეგმვა და ანალიზი.
მოთხოვნები:
- მარკეტინგის საფუძვლებისა და გაყიდვების საქმიანობის თეორიული ცოდნა
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია)
- IT სფეროს პროდუქტების გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება დიდ უპირატესობად)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტში მუშაობის ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება 1-2 წელი (სასურველია)
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება დიდ უპირატესობად)
- კარგი გარეგნობა და სასიამოვნო ხმა
- კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა
- შემოქმედებითად და კრეატიულად საქმესთან მიდგომის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ ფოტოსურათიანი CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@ideadesigngroup.ge | mzangaladze@yahoo.com.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსია. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.