At the moment we have - 138 active Jobs . last posted 19:00
RSS  
   Title:

მოლარე-ოპერატორი - მარნეული

   Announcer:

ფინკა

   Announced:  19 Jun. 2012
   Deadline:  2 Jul. 2012
   Duty Station:  მარნეული
   Salary:  
   E-mail:  vacancy@finca.ge
   Phone:  
   Category:

მოლარე/ოპერატორი

   Additional:  Attached File
Description: Text Size:

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და წარმოადგენს "ფინკა ინტერნეშენალის" ("FINCA International") შვილობილ კომპანიას. "ფინკა ინტერნეშენალი" მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს. "ფინკამ" საქართველოში საქმიანობა დაიწყო 1998 წელს და დღეისათვის ქვეყანაში 31 ფილიალითაა წარმოდგენილი.

"ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე მარნეულის ფილიალში.

- სამუშაო ადგილი - მარნეული
- უშუალო უფროსი - მთავარი ბუღალტერი
- სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში)
- შრომითი ხელშეკრულების პირობები: 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება კვალიფიციური საქმიანობის შემთხვევაში.

ძირითადი ფუნქციები:

- მონაცემთა ბაზაში კლიენტის პირადი მონაცემების და ყველა სხვა ოპერაციის გატარება;
- სესხის ადმინისტრირება;
- ფინანსური დოკუმენტაციის მართვა, სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა;
- სასესხო პორტფელსა და საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება;
- სალაროს დოკუმენტაციის წარმოება და დღის დახურვა სალაროში;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;
- სალარო ოპერაციების სისტემაში ოპერატიულად შეყვანა და შესაბამისი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა ფინანსური მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

- უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო/საბუღალტრო/ტექნიკურ სფეროში;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე; უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში გამოცდილებას, აგრეთვე, ვალუტის გადაცვლასა და ფულად გზავნილებზე მუშაობის გამოცდილებას;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, "ALTA-LMS", "B2000"-ის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
- ქართულის სრულყოფილად ცოდნა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

- საქმის დაგეგმარების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
- კლიენტზე ორიენტაცია;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოს რეზიუმესთან (CV) ერთად ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "მოლარე-ოპერატორი - მარნეული"), მისამართზე: vacancy@finca.ge ან მოგვაწოდოს მისამართზე: მარნეული, რუსთაველის 64, არა უგვიანეს 2012 წლის 2 ივლისისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები: მხოლოდ რეზიუმე ან სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება. "ფინკა საქართველო" დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.

"ფინკა საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.finca.ge | http://www.finca.org

Send your resume Tell Friend Print Version
 
ვაკანსიის განთავსება





staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. All Rights Reserved.
Hosting Provided by ”Pro-Service”
 
Contact:
Cell: +(995 32) 223 30 05