საიტზე არის 135 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:00
RSS  

ნებისმიერ კომპანიას აქვს საშუალება, ინტერნეტ საიტზე არსებული სპეციალური ფორმის მეშვეობით -ფორმაზე გადასვლა, თვითონ შეავსოს ინტერნეტ საიტზე განსათავსებელი განცხადება ან/და ვაკანსია.
კომპანიის მიერ ფორმის შევსების და გამოგზავნის შემდეგ, განცხადებების სიზუსტე გადამოწმდება ინტერნეტ საიტის ადმინისტრაციის მიერ და კომპანიის მიერ დადასტურების შემთხვევაში განთავსდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამომგზავნი არ უპასუხებს დასტურის მოთხოვნას, განცხადება არ გამოქვეყნდება.

კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს მისთვის სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე რეიზუმე და მის მიერ განთავსებული განცხადების ან/და ვაკანსიის განცხადების დასტური. ასევე  შესაძლებლობა აქვს შეამოწმოს განცხადების ან/და ვაკანსიის განთავსების თარიღი, მოქმედების ვადა და შესაბამისად დარჩენილი მოქმედების დრო.
ინტერნეტ საიტზე ვაკანსიის ან/და განცხადების განთავსების მაქსიმალური ვადა შეადგენს 2 თვეს. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მითითებული იქნას ზუსტი ვადა, საკონტაქტო პირები და მონაცემები.
თქვენს მიერ მითითებული ბოლო ვადის (მაქსიმუმ 2 თვე) გასვლის შემდეგ, ვაკანსია ან/და განცხადება ავტომატურად იქნება ამოღებული აქტიური სიიდან და მოხდება მისი გადანაცვლება ინტერნეტ საიტის კალენდარული არქივის მონაცემთა ბაზაში.

ვაკანსიები ან/და განცხადებები, რომლებშიც არ იქნება მითითებული განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა, ავტომატურად გამოქვეყნდება ერთი თვის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ მიუთითებს განცხადებაში ან/და ვაკანსიაში საკუთარ ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, ავტომატურად არ განთავსდება ინტერნეტ საიტზე.
ინტერნეტ საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, მოახდინოს, ინტერნეტ საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე,  ტექსტუალური მასალის რედაქტირება.
ინტერნეტ საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, უარი განუცხადოს თანამშრომლობაზე კომპანიას, რომელიც სისტემატურად არღვევს ზემოთ აღნიშნულ პირობებს, თანასწორუფლებიანი დასაქმების სტანდარტებს ან/და წარმოადგენს არალეგალურ საქმიანობას.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ განათავსოთ ვაკანსია ან/და განცხადება მხოლოდ ერთ – თქვენს მიერ შერჩეულ ან ორივე ქართულ/ინგლისურ ენაზე. ხოლო თუ თქვენ გვაწვდით ერთენოვან განცხადებას, მაგრამ გაქვთ სურვილი იგი ორივე ენაზე გამოქვეყნდეს, ინტერნეტ საიტის თარჯიმნები მოხარულნი იქნებიან შეასრულონ თქვენთვის თარგმანი.

ერთი ვაკანსიის ან/და განცხადების თარგმანი: 10 ლარი
ხოლო ყოველი ერთი დამატებითი ვაკანსიისა ან/ და განცხადების თარგმანი: 5 ლარი

ელ. ფოსტა: service@staff.ge
ტელ.:     +(995 32) 240 24 05

ვაკანსიის განთავსება





staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 223 30 05
ელ.ფოსტა: info@staff.ge