ინტერნეტ მომხმარებელს აქვს შასაძლებლობა განათავსოს ინტერნეტ საიტზე საკუთარი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე. რეზიუმეს განთავსებისათვის ინტერნეტ მომხმარებელმა უნდა შეავსოს ინტერნეტ საიტზე არსებულ რეზიუმეს ფორმაში საკუთარი მონაცემები, რის შემდეგაც უნდა დაადასტუროს განთავსების შესახებ და ინტერნეტ საიტის ადმინისტრაცია თვითონვე განათავსებს რეზიუმეს ფორმაში მითითებული ვადითა და განთავსების თარიღით.
რეზიუმე, რომელიც შევსებული იქნება საბოლოო ვადის მითითების გარეშე, განთავსდება ერთი წლით. ამ პერიოდში, თქვენ შეძლებთ, სურვილისამებრ, მის რედაქტირებას. ვადის გასვლის შემდეგ თუ რეზიუმეს ავტორი არ ისურვებს ვადის გაგრძელებას, მოხდება მისი რეზიუმეს გადანაცვლება ინტერნეტ საიტის ადმინისტრაციის არქივის მონაცემთა ბაზაში.
ინტერნეტ მომხმარებლისთვის სასურველია რეზიუმეს ფორმა შევსებული იყოს სრულად, მიუთითოს მაქსიმალური საკონტაქტო მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა არ დარჩეს დამსაქმებელს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
ინტერნეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განათავსოს რეზიუმე მხოლოდ ერთ – მის მიერ შერჩეულ, ან ორივე ქართულ/ინგლისურ ენაზე. ხოლო თუ თქვენ ავსებთ ერთენოვან რეზიუმეს, მაგრამ გაქვთ სურვილი იგი ორივე ენაზე განთავსდეს, ინტერნეტ საიტის თარჯიმანთა ჯგუფი მოხარული იქნება შეასრულოს თქვენთვის თარგმანი
რეზიუმეს განთავსება ინტერნეტ საიტზე ფასიანია. მისი განთავსების საფასური გულისხმობს ორივე ენას ერთად.
ინტერნეტ საიტზე რეზიუმეს განთავსების ღირებულებაა :
1 სექტემბრამდე რეზიუმეს ატვირთვა ხდება უფასოდ
ერთი რეზიუმეს თარგმანი: 20 ლარი
იხილეთ განთავსების წესები და პირობები