Logo    

   Announcer:

PH International

   Announced:  14 May. 2012
   Deadline:  18 May. 2012
   Duty Station:  თბილისი
   Title:

გასვლითი პროგრამის პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის

   Salary:  
   E-mail:  manana.kubaneishvili@ph-int.org
   Phone:  599 4310 77
   Category:

სხვა

   Additional:  

გასვლითი პროგრამის პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის
2012 წლის 8-10 ივნისი
თელავი, ნაფარეული, ლოპოტას ხეობა
სასტუმრო "ლოპოტა"

"PH International საქართველო", რომელიც ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ჩაატარებს ორდღიან გასვლითი პროგრამის პრეზენტაციას მედიის წარმომადგენლებისთვის.

პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნილია და ფუნქციონირებს 100-ზე მეტი სასკოლო სამოქალაქო კლუბი, სადაც მოსწავლეები იკვლევენ სკოლის, თემის პრობლემებს და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, სკოლის და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით, საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ.

სემინარი-პრეზენტაციის დროს, "PH International საქართველო" მიზნად ისახავს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჟურნალისტებს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, მიღწეულ შედეგებზე და ასევე მის ფარგლებში არსებულ რესურსებზე. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია პროგრამის სამომავლო გეგმებზე და განსაზღვრონ მათთვის საინტერესო მომავალი თანამშრომლობა. ასევე, სემინარზე მოწვეული იქნება სამოქალაქო განათლების ექსპერტი, რომელიც ჩაატარებს სემინარს სამოქალაქო განათლების შესახებ.

მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც აინტერესებთ სამოქალაქო განათლების საკითხები, აქტიური მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ და ითანამშრომლონ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან, გთხოვთ, არაუგვიანეს 2012 წლის 18 მაისისა გამოაგზავნოთ ინტერესის წერილი სამუშაო ადგილის მითითებით, რადგან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

"PH International საქართველოს" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა უზრუნველყოფს ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს.

დაგვიკავშირდით მისამართზე:

ელ.ფოსტა: manana.kubaneishvili@ph-int.org
მობილური: 599 4310 77
ჩვენი ვებ.გვერდი: http://www.civics.ge

"PH International საქართველო"
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა


www.staff.ge.