აუდიო მაღაზია "ჰერცი და ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერ-კონსულტანტის თანამდებობაზე
მოვალეობები:
- კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- ორიენტაცია მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
- კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
- პროფესიონალური და Hi-Fi აუდიო პროდუქტების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა;
-ასაკი: 35 წლამდე ასაკის ვაჟი;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა (სასურველია)
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სასურველია უმაღლესი განათლება, საოფისე პროგრამებისა და სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნა;
- სწორი და გამართული მეტყველება;
- შრომისმოყვარეობა;
- თავდაჯერებულობა.
მაღაზია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
ანაზღაურება: 400-500 ლარი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: info@smarthouse.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის კომპანიის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ გვერდს: http://www.audio.ge.