შპს "ბარამბო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მაგისტრატურა მარკეტინგის მიმართულებით.
- სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შემუშავება, აღსრულება;
- მართვა და კოორდინაცია ყველა საკომუნიკაციო აქტივობის - როგორც სარეკლამო, ასევე საპრომოციო;
- მარკეტინგული გუნდის მართვა, კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება კომერციულ და ადამიანთა რესურსების დეპარტამენტთან შეთანხმებით;
- ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ბრენდ მენეჯერებთან და ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებით;
- კომერციულ დეპარტამენტთან შეთანხმებით, მარკეტინგული ბიუჯეტის ყოველწლიური დაგეგმვა/კორექტირება;
- დიზაინის, შეფუთვის ფორმის, სიდიდის და სხვა პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- ბაზრის, მომხმარებლის, მიზნობრივი ჯგუფების ქცევების და სხვა კვლევების წარმოება განსაზღვრული პროდუქტების მიხედვით.
უცხო ენები:
- ინგლისური - ძალიან კარგად;
- რუსული - ძალიან კარგად.
პიროვნული თვისებები:
- დაკვირვებული;
- პასუხისმგებლიანი;
- გუნდის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფული;
- კეთილსინდისიერი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@barambo.ge 2012 წლის 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, გზავნილს მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.