როგორც იქნა დრო გამონახე CV-ის დასაწერად. კომპიუტერს მიუჯექი და საქმეს შეუდექი. ინტერნეტში უამრავი შაბლონისა და ფორმის მოძიება შეიძლება, რაც, ერთი შეხედვით, უნდა ამარტივებდეს რეზიუმეს შედგენას, თუმცა ეფექტური, ხარისხიანი CV-ის ძალიან რთული და იშვიათიც კია.
ხარისხიანი რეზიუმეს შესადგენად, პირველ რიგში, შაბლონი უნდა მოძებნოთ. უფასო რესურსების პოვნა შეგიძლიათ ინტერნეტით, სხვადასხვა ვებ გვერდებისა და პროგრამების დახმარებით. თუმცა დღეს სხვა საშუალებაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც მეტად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია: ეს არის მაიკროსოფტის შაბლონები (Microsoft resume templates).
შაბონების გადმოწერა Microsoft Word-ის მომხმარებელს უფასოდ შეუძლია. ეს შაბლონები მოიცავს ზოგადი, ძირითადი ტიპის, პროფესიულ (მაგ., მასწავლებლის, მდივნის, გაყიდვების მენეჯერის, ბანკირის) და სიტუაციურ რეზიუმეებს (CV პოზიციის შეცვლისთვის, სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულთათვის, ტექნიკური რეზიუმე და ა.შ.).
შაბლონის შერჩევის შემდეგ, უკვე გექნებათ ის მასალა, რომლითაც თქვენი CV-ის შედგენას შეძლებთ. შერჩეული რეზიუმე შეგიძლიათ დაამუშაოთ და შეცვალოთ სურვილისამებრ. შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია და შეცვალეთ ფორმა ისე, რომ წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები და უნარები.
მაიკროსოფტის რეზიუმეთა შაბლონების გადმოსაწერად, შეასრულეთ შემდეგი მოქმედება:
გახსენით მაიკროსოფტ ვორდი (Microsoft Word) და მიეცით შემდეგი ბრძანებები:
File (ე.წ. ოფისის ღილაკი/office button)
New
ამის შემდეგ შეგიძლიათ, სურვილისამებრ აირჩიოთ:
Resumes and CVs
New Resume Samples
შაბლონების დასათვალიერებლად რეზიუმეს გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ და გადმოტვირთეთ. თქვენ უკვე გაქვთ CV-ის შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ საჭიროებისამებრ შეცვალოთ.