საიტზე არის 1 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 10:28
RSS  
3 გზა, რომელიც დამსაქმებელს თქვენამდე მოიყვანს
თანამედროვე სამყაროში დასაქმების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. სამსახურის მაძიებლები უამრავ ვაკანსიაზე აკეთებენ განაცხადს, მაგრამ მათ ნაწილს პასუხიც კი არ უბრუნდება. როგორ მოვიქცეთ, რომ სამსახურის საპოვნელად თავად მივიზიდოთ დამსაქმებელი შრიფტის ზომა:
მიეცით რეკომენდაცია (3)

თანამედროვე სამყაროში დასაქმების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. სამსახურის მაძიებლები უამრავ ვაკანსიაზე აკეთებენ განაცხადს, მაგრამ მათ ნაწილს პასუხიც კი არ უბრუნდება. როგორ მოვიქცეთ, რომ სამსახურის საპოვნელად თავად მივიზიდოთ დამსაქმებელი და მათგან საუკეთესო შეთავაზება მივიღოთ?

ადამიანური რესურსების კონსულტანტი ჯეი კანჩოლა ამბობს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე სფეროში “ექსპერტის” რეპუტაცია, ეს ზრდის შანსს, რომ დამქირავებელი თავად გიპოვით. გამორჩეული კანდიდატი არის ის, ვინც წერს ბლოგს, ესწრება და მონაწილეობს საჯარო გამოსვლებში და ქმნის “პროფესიონალურ აურზაურს” სოციალურ მედიაში. ამ ტიპის ადამიანებზე თვალი უჭირავთ დამქირავებლებს.

შექმენით თქვენი ნეთვორქი. ძლიერი ნეთვორქის შექმნა გაძლევთ შანსს შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც შემდგომში გახდება თქვენი რეკომენდატორი, პროექტის მხარდამჭერი და კარგი მოკავშირე. თქვენ არასდროს იცით თუ ვინ მიაწვდის თქვენს სახელს დამსაქმებელს.
გქონდეთ განახლებული პროფილი LinkedIn-ზე. “მოიპოვეთ ახალი კავშირები და იქონიეთ მყარი რეკომენდაციები ყოფილი დამსაქმებლებისგან ან ყოფილი კლიენტებისგან. იფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში გაერთიანებაზე. არამარტო თქვენი კარიერისთვის შესაფერისი ჯგუფები შეარჩიეთ, არამედ ისეთები, სადაც დამსაქმებლებს შეეძლებათ დაინახონ თქვენი კონტრიბუცია”. – აცხადებს სლეზაკი.
შექმენით პირადი ვებგვერდი. დამქირავებლების 56%-ზე ბევრად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კანდიდატის პირადი ვებგვერდი, ვიდრე პერსონალური ბრენდინგის ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი. გარდა თქვენი ნამუშევრების განთავსებისა, კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებთ თქვენს მოკლე ბიოგრაფიას, საკონტაქტო ინფორმაციას, რეზიუმეს და რეკომენდაციებს კოლეგებისგან ან ყოფილი კლიენტებისგან.

http://4business.ge/


 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება
Get our toolbar!
 
 
 
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ელ.ფოსტა: info@staff.ge