საიტზე დევს 137 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 15:59
RSS
შ.პ.ს ”ჯეოსპორტს მედია გრუპ”  ს.ს. “ეს-ბი ოუ-აი”  (მედია კომპანია)    შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. ”ფაივ ლაინს გრუპ” (ივენთ & პროჯექტ მენეჯმენტ)  შ.პ.ს.    შ.პ.ს.    
შ.პ.ს.   
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი    სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტი  
როგორ მოვერგოთ უფროსის ადგილს
"მმართველის ადგილის დაკავება ერთი ან ორი დღით არც ისე რთულია, მაგრამ თუ თქვენ თავზე აიღებთ უფრო მეტს, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ რიგი რჩევებისა" შრიფტის ზომა:
მიეცით რეკომენდაცია (2) თარგმანი "GeoTranslate" -ს მიერ

უმკაცრეს მენეგერებსაც კი სჭირდებათ დასვენება, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ეს მოკლე დასვენება იქნება თუ 12 თვიანი მივლინება სხვა ოფისში. ასეთ დროს, შესაძლოა, თქვენ გთხოვონ დროებით მისი ადგილის დაკავება. გთავაზობთ მსგავს შემთხვევაში გასათვალისწინებელ რამოდენიმე რჩევას.


1. იცოდეთ რას მოელიან თქვენგან. დიდი განსხვავებაა იმას შორის თუ როგორ ადევნებთ თვალს ყველაფერს სანამ თქვენი უფროსი ორი კვირით საბერძნეთში ისვენებს და იმას, თუ როგორ მართავთ ფირმას, სანამ თქვენი უფროსი დეკრეტულ შვებულებაშია ერთი წლით. “არსებობს სამუშაოები, რომელიც მცირედ მცდელობას მოითხოვს, თუმცა შესაძლოა მოგიწიოთ ისეთი სამუშაოს შესრულებაც, რომელიც საჭიროებს მეტ ძალისხმებას,” ამბობს პენი დე ვოლკი, მართვისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის უფროსი აღმასრულებელი.

2. იცოდეთ საზღვრები. როდესაც ლესლი ჰანტს, ინჟინერს, სთხოვენ დროებით ჩაანაცვლოს თავისი უფროსი ჰალკროუში, მას ეძლევა ზუსტი მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სადამდე ვცელდება მისი პასუხისმგებლობა. “მე და ჩემი უფროსი ინჟინერი ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რასთან შეიძლება მქონდეს საქმე და რა სახის დისკუსიებში შეიძლება მივიღო მონაწილეობა,” – ამბობს ის.

3. ნუ გაიორმაგებთ სამუშაოს. თუ თქვენ ითავსებთ თქვენი მენეჯერის მოვალეობებს, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ სამუშაო მოვალეობათა მასშტაბები – რათა თავიდან აიცილოთ ორი სამუშაოს შესრულების ვალდებულება.

4. მზად იყავით, რომ ისწავლოთ... უფროსის მოვალეობის შესრულება კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ განაგრძოთ სწავლა...

5. მაგრამ დატოვეთ ადგილი თავის წარმოსაჩენად. “არ არის საჭირო, რომ მთელი ეს საპასუხისმგებლო დრო სწავლისთვის გამოიყენოთ, რადგან ეს ქმნის რისკს იმისას, რომ თქვენ ვერ შეასრულებთ სამუშაოს,” ამბობს დე ვალკი. “გაითვალისწინეთ რა გამოგდით ყველაზე კარგად, შეუსაბამეთ ის მოქმედ სამუშაო პროექტს და თავი საუკეთესოდ წარმოადგინეთ”.

6. ითხოვეთ დახმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაიაროთ გადამზადება სამუშაოს ჩაბარებამდე ან მისი მსვლელობისას. დე ვალკის თქმით, კარგი იქნებოდა თუ იპოვიდით კომპეტენტურ ადამიანს, რომელიც პროცესის პერიოდში დაგეხმარებათ.

7. ნუ დამალავთ შიშებს. სავსებით ბუნებრივია ნერვიულობა სამუშაოს ჩაბარების წინ, მარგამ თქვენი მენეჯერი თვლის, რომ თქვენ შესძლებთ სამუშაოს შესრულებას, სწორედ ამიტომ შემოგთავაზათ მან ის თქვენ. თუ თქვენ ნერვიულობთ, რომ ვერ გააკეთებთ სამუშაოს, მენეჯერთან კონსულტაციები დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. თუ თქვენ განიცდით ტექნიკურ ან პროფესიულ პრობლემებს, ნუ დამალავთ ამას.

8. მზად იყავით დაძაბულობისთვის. გუნდის წევრობიდან გუნდის ხელმძღვანელად ქცევამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი გუნდის წევრების თქვენდამი დამოკიდებულება; შესაძლოა მათ თქვენ უფრო ბოსათ აღგიქვან, ვიდრე მეგობრად. ზოგიერთი შესაძლოა აღშფოთდეს კიდეც ცვლილების გამო. მსგავსი სიტუაციებიდან კარგი გამოსავალია საუბარი მათთან. “იყავით გულახდილი და პასუხისმგებლიანი ხალხის მიმართ,” – გვირჩევს ჰანტი, “ხაზი გაუსვით იმას, რომ თქვენ გჭირდებათ მათი თანამშრომლობა და რომ ისინი დაჯილდოვდებიან წარმოატებული იდეების გამო”.

თარგმანი "GeoTranslate" -ს მიერ
 
Skype Me™! 
 
 

 
rez   rezult
 
 
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
პროექტის ავტორი და მფლობელი ”Geosports Media Group”
დიზაინი და პროგრამული უზრუნველყოფა ”Geosports Media Group”
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
Directory World
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 22 54 32, +(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: staff@staff.ge
navige