At the moment we have - 156 active Jobs . last posted 14:40
RSS  
   Title:

გაყიდვების აგენტი - თბილისი, ქუთაისი

   Announcer:

Würth

   Announced:  28 Jun. 2012
   Deadline:  28 Jul. 2012
   Duty Station:  თბილისი
   Salary:  
   E-mail:  gewuerth@caucasus.net
   Phone:  
   Category:

გაყიდვები

   Additional:  
Description: Text Size:

გერმანულ კომპანიას "Würth" ესაჭიროება 40 წლამდე ენერგიული მამაკაცები, სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე, საკუთარი ავტომობილით, თბილისსა და ქუთაისში.

მოთხოვნები:

- კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
- ავტომობილის მართვის მოწმობა;
- სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
- რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.

სასურველია:

- ტექნიკური განათლება;
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

- მოამარაგოს მომხმარებელი "Würth"-ის პროდუქციით;
- მოიძიოს ახალი კლიენტები;
- ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
- დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
- დაეხმაროს კომპანიას ახალი პროდუქციის დანერგვაში.

ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ, კანდიდატები გაივლიან ორკვირიან უფასო ტრეინინგს. ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 3 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით. საგამოცდო პერიოდში ხელფასი იქნება ფიქსირებული 350 ლარი და ბონუსი გაყიდული საქონლის ღირებულებიდან. საგამოცდო პერიოდის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: შაბათ-კვირა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგვიგზავნონ ელ-მისამართზე: gewuerth@caucasus.net ან მოგვაწოდონ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის 1. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

ტელ: 2 243630, 2 384100.

Send your resume Tell Friend Print Version
 
ვაკანსიის განთავსება





staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. All Rights Reserved.
Hosting Provided by ”Pro-Service”
 
Contact:
Cell: +(995 32) 223 30 05