ტელეკომპანია "მეცხრე არხი" აცხადებს კონკურსს ახალი ამბების რეპორტიორის თანამდებობაზე ანკარაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტელეჟურნალისტიკის განხრით)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ორი წლის გამოცდილება;
- მედია პროდუქციის, კომუნიკაციის, ტექნიკისა და მეთოდების სრულყოფილად ცოდნა;
- ქართული ენის სამეტყველო და ლიტერატურული ნორმების სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- სტრესის ამტანობის უნარი;
- მოქნილობა და ცვალებად სიტუაციასთან სწრაფად შეგუების უნარი.
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
- ინფორმაციის ოპერატიული მოძიება ახალი ამბებისთვის;
- ადგილზე გასვლა მოვლენათა გასაშუქებლად;
- მოპოვებული მასალების რედაქტირება, მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემების სისწორის უზრუნველყოფა
- ახალი ამბებისთვის რეპორტაჟების მომზადება;
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info9channel@gmail.com არაუგვიანეს 2012 წლის 20 ივლისისა. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული!