საიტზე არის 136 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:56
RSS  
   ვაკანსია:

შიდა კონტროლის ინსპექტორი

   კომპანია:

ფინკა

   განთავსებულია:  21 ივნ. 2012
   ბოლო ვადა:  1 ივლ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@finca.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა: შრიფტის ზომა:

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და წარმოადგენს "ფინკა ინტერნეშენალის" ("FINCA International") შვილობილ კომპანიას. "ფინკა ინტერნეშენალი" მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს. "ფინკამ" საქართველოში საქმიანობა დაიწყო 1998 წელს და დღეისათვის ქვეყანაში 31 ფილიალითაა წარმოდგენილი.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის შიდა კონტროლის ინსპექტორის თანამდებობაზე თბილისში.

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში)
შრომითი ხელშეკრულების პირობები: 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება კვალიფიციური საქმიანობის შემთხვევაში.

ძირითადი ფუნქციები:

- ახორციელებს ყველა დეპარტამენტის დოკუმენტაციის სრულყოფილად გადამოწმებას;
- ახორციელებს რისკების იდენტიფიკაციას, შეფასებას და წარადგენს რეკომენდაციებს;
- ამზადებს გადასამოწმებელი საკრედიტო პორტფელის სიას შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით;
- მოთხოვნისამებრ სპეციალური დავალებების, ანალიზებისა და მოკვლევების ჩატარება;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს დადგენილი წესის მიხედვით;
- ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება რისკების მართვის კუთხით, სასურველია საბანკო სექტორში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგი ცოდნა;
- ქართული ენის და რუსული ენის სრულყოფილი ფლობა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

- დეტალების მიმართ დაკვირვებული
- საქმის დაგეგმარების უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- კლიენტზე ორიენტირებული
- კომუნიკაციის, დარწმუნების, მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი

სხვა მოთხოვნები:

თანამდებობა მოითხოვს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით სამუშაო დროის 50%.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "შიდა კონტროლის ინსპექტორი-თბილისი") მისამართზე: vacancy@finca.ge არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. მხოლოდ რეზიუმე ან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება. ფინკა საქართველო დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. ფინკა საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.finca.ge | http://www.finca.org

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება





staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 223 30 05
ელ.ფოსტა: info@staff.ge