საოჯახო ქიმიისა და პარფიუმერიის მაღაზია "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- მანდილოსანი, 18-დან 35 წლამდე.
- რუსული და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა.
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ენერგიული და კომუნიკაბელური
- უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით
- პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული
- შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი
- აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
- მოსმენის უნარი
- კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ
- მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
- გაწონასწორებული და მშვიდი.
მოვალეობები:
- გაყიდვების განხორციელება
- პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
- მაღაზიაში პროდუქციის განლაგება
- მომხმარებელზე კონსულტაციის გაწევა
- მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.
მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: suftasaxli.ge@gmail.com 2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით. განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
ზაფხულის მანძილზე დროებითი სამუშაოს მაძიებლები არ შემოგვეხმიანონ.