კომპანია "მეგაკო" ჩვიდმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. "მეგაკო" ექსკლუზიური დისტრიბუტორია ისეთი ბრენდებისა, როგორიცაა "Kraft Foods" - "Alpen Gold", "Jacobs", "Korona", "Dirol", "Danon", ჩაი "გურიელი" და სხვა. "მეგაკო" ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.
კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის/პრისელერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ასაკი: 20-დან 35 წლამდე;
- უმაღლესი განათლება;
- დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- საკუთარი ავტომობილი;
- საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- მაღალი შედეგების მიღწევის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინიციატურობა;
- მოლაპარაკებების წარმობა;
- მიზანდასახულობა;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
- დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@megako.ge 2012 წლის 15 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავაჭრო აგენტი/პრისელერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.