ავეჯის მასალების იმპორტიორი კომპანია "ლთბ" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
- მომსახურების სტანდარტების ეფექტურობის უზრუნველყოფა და კონტროლი
- პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება-კონტროლი
- პროდუქციის ნაშთებისა და გაყიდვების კონტროლი
- კლიენტისთვის წარმოშობილი პრობლემების მოგვარება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების კუთხით
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პუნქტუალურობა და აკურატულობა
- ინიციატივიანობა და აქტიურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 28 ივლისი.