საიტზე არის 136 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:56
RSS  
   ვაკანსია:

მერჩენდაიზერი

   კომპანია:

დიპლომატ ჯორჯია

   განთავსებულია:  13 ივნ. 2012
   ბოლო ვადა:  13 ივლ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  Vacancy@diplomat.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

დისტრიბუცია/ვაჭრობა

   დამატებითად:  
აღწერა: შრიფტის ზომა:

შპს დიპლომატ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე

სადისტრიბუციო კომპანია შპს დიპლომატ ჯორჯია არის Procter and Gamble-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად შპს „დიპლომატ ჯორჯია“ არის დიპლომატ ისრაელის შვილობილი კომპანია და დიპლომატ გლობალის ჯგუფის წევრი. ჯგუფი აერთიანებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საქართველო, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა და კვიპროსი.

 შპს დიპლომატ ჯორჯია არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში, რომელიც მისი დისტრიბუციით ფარავს მთლიანად მთელს საქართველოს. იგი წარმოდგენილია ორი ძირითადი ოფისით და ლოგისტიკური ცენტრით, თბილისსა და სამტრედიაში.
 

გარდა  Procter and Gamble-ის საქონლისა კომპანია საქართველოში უწევს დისტრიბუციას ისეთ პროდუქციას როგორებიცაა: ნესტლეს ბავშვთა კვება, პრინგლსი, ენერგეტიკული სასმელი ბლუ, გალმოპანი, კაია, ლოტუსი, გოლდენ ბრეიქი და სხვა.

 ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 250 მდე თანამშრომელი, კომპანიის პორტფოლიოს ზრდასთან ერთად მათი რიცხვის ზრდაც იგეგმება.

მოთხოვნები:
შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
კომუნიკაბელური და პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე
დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი
დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვალდებულებები:
საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი
რეპორტინგი

აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 19–დან 30 წლამდე ქალბატონები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ  გამოაგზავნეთ CV სურათით ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@diplomat.ge  გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ მეილის სათაურში.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება





staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 223 30 05
ელ.ფოსტა: info@staff.ge